ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო – დონალდ ტრამპის მუქარა ჩინურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ შეცდომა შეცდომაზეა – ბოლომდე ვიბრძოლებთ

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, არასოდეს მიიღებენ -ის “შანტაჟურ ბუნებას” და ტარიფების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებენ, – ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
უწყების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ ს მუქარა ჩინეთის მიერ წარმოებულ საქონელზე დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ არის „შეცდომა შეცდომაზე“.
“აშშ-ის მუქარა ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების ესკალაციის შესახებ არის შეცდომა შეცდომაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ავლენს აშშ-ის შანტაჟურ ბუნებას. ჩინეთი ამას არასოდეს მიიღებს. თუ აშშ დაჟინებით გააგრძელებს საკუთარი გზით სვლას, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს. თუ აშშ გააძლიერებს სატარიფო ზომებს, ჩინეთი მტკიცედ მიიღებს საპირისპირო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტარიფების ყველა გეგმა უნდა გაუქმდეს და აშშ-ჩინეთის უთანხმოება დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ჩინურ საქონელზე დამატებითი 50%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ პეკინი სამშაბათამდე უარს არ იტყვის საპასუხო ზომებთან დაკავშირებულ გეგმებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ბორდერიზაციის პროცესი რუსეთმა 2011 წლიდან დაიწყო, რაც აქტიური ფაზაში 2013 წლიდან მოიყვანა – სუს-ი საზოგადოებას უმალავს, რა მასშტაბის ტერიტორიაზე განხორციელდა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია

ნიკა ჩიტაძე – „ქართული ოცნება“ განაცხადებს, რომ კიდევ ერთხელ მისცა შანსი პარტიებს, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ არ მოინდომეს, შესაბამისად, ისინი არიან უფუნქციო – „ოცნება“ ბოლშევიკური მეთოდის გამოყენებას ცდილობს